ბაზალეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს
17-06-2019
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ვასილ გულეურის ლექსების კრებულის „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“-ის მიხედვით.
პატარებმა სამსახიობო ოსტატობით გააცოცხლეს თითოეული პერსონაჟი: ჭორიკანა კაჭკაჭი და ჩხიკვი, პრანჭია მელაკუდა ედელინა, მავნე დათვი, მუყაითი ციყვი ციკო, კალათბურთელი ჟირაფი, მეხანძრე სპილო, თავდადებული რწყილი და ჭიანჭველა.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე წარმოჩენაზე იზრუნეს პედაგოგებმა: მაია ჭიპაშვილმა, ფიქრია ტალახაძემ, ნინო ლოლაძემ და ნინო გურეშიძემ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ლელა ბარბაქაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს