თბილისის N124 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები კარიერის დაგეგმვის ცენტრის ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ
17-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრები ნუკი დათუაშვილი და ნანკა ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის დაგეგმვის ცენტრის ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
კარიერის დაგეგმვის ცენტრის ორგანიზებული შეხვედრა 25 სკოლის აქტიური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მათ შორის იყვნენ თბილისის N124 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრები ნუკი დათუაშვილი და ნანკა ჩხარტიშვილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო თვითმმართველობის გაძლიერებაზე და მის როლზე სკოლაში. დაიგეგმა პროექტები და დაისახა სამომავლო გეგმები.