თბილისის N67 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
17-06-2019
თბილისის N67 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და საინტერესოდ დასრულდა.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა საყვარელი პედაგოგების ხელმძღვანელობით, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების კუთხით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

სკოლას სამი მედალოსანი ჰყავს, ასევე სამი ახალგაზრდა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატი გახლავთ.

წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები „ეტალონში“, ეროვნულ სასწავლო და „კინგსის“ ოლიმპიადებში ეფექტურად ასპარეზობდნენ და საპრიზო ადგილებს იკავებდნენ.

ამასთან,  მინიფეხბურთის სასკოლო ლიგაში გუნდი „ტიფლისი“ აქტიურად მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203