ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი - „ჩვენც დავბერდებით“ განახორციელეს
17-06-2019
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფატიმა თელიას ხელმძღვანელობით, სოციალური პროექტი - „ჩვენც დავბერდებით“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მარტოხელა მოხუცი, რომელსაც აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უნდა იზრუნონ მოხუცებზე, პატივისცემით მოექცნენ უფროსებს და აკეთონ სიკეთე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203