მუხურის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
17-06-2019

ჩხოროწყუს რაიონის მუხურის თემის საჯარო სკოლის ეზოში მეოთხეკლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. 

მათ მაყურებელს წარუდგინეს განვლილი 4 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და უნარ- ჩვევები. მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზეს და სიყვარულითა და ხალისით აგვავსეს.

ძალიან ემოციური იყო პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება... მადლიერებისა და დიდი სიყვარულის ნიშნად პატარებმა ქალბატონი ნონა პაპასქირი სერტიფიკატით დააჯილდოვეს.

ღონისძიების რეჟისორი გახლდათ ბატონი დათო დარსალია, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ბატონ ვიტალი შანავას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203