„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“ - ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებით დაასრულეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვაქირის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელი ეფექტურად შეაჯამეს.
„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“ - ნიჭიერმა მოსწავლეებმა საყვარელი პედაგოგების ხელმძღვანელობით სტუმრებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს.
II და V კლასებში ბავშვებმა ინგლისურ ენაზე „წელიწადის დროები“ წარადგინეს. ამასთან, მეორეკლასელებმა თოჯინების თეატრი „სახლი ტყეში“ დადგეს.
ნიჭიერი ბავშვების გამოსვლამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლის დირექციამ კი მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლოდ მეტი წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები