
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 სკოლის მე-5 კლასელებმა (დამრიგებელი ნინო გარუჩავა) შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ექსკურსია მოაწყეს.
დაათვალიერეს პარკის მიმდებარე ტერიტორია და ულამაზესი ბუნება.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელი შეეწყო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას, მოტივაციის ამაღლებას.
გზად შეიარეს საქართველოს მინიატურულ პარკში და გაეცნენ სხვადასხვა კუთხის ღირშესანიშნაობებს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ხალისით იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: