განახლების საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
17-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს.
ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„სულ სხვანაირად იმზირება გარემო... კოპწია გოგონები... ქოჩორ გადავარცხნილი, თეთრი პერანგებით ბიჭუნები.... მღელვარე მასწავლებელი.. მომღიმარი მშობლები.. სასიამოვნოა ყველაფერი... მეოთხე კლასელებს სასკოლო ზეიმი აქვთ, მათ საყვარელ პირველ მასწავლებელს უნდა დაემშვიდობონ... უხარიათ, უკვე გაიზარდნენ. თან ეშინიათ, ფიქრობენ გაუჭირდებიან მათი საყვარელი ნაზი მასწავლებლის გარეშე. თუმცა იციან მომავალ წელს ასეთივე სიყვარულით დახვდებიან სხვა მასწავლებლები. ნაზი მასწავლებელს უცრემლოდ ვერ დაემშვიდობნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს... მადლობა გადაუხადეს და ლამაზი სიტყვებით დაემშვიდობნენ. გმადლობ ნაზი მასწავლებელო ამაგისთვის.... თქვენ ღირსეული მომავლის ძლიერი საძირკველის მშენებელი ბრძანდებით!“,-ნათქვამია განახლების საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს