დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მათემატიკის ოლიმპიადაზე 100 ქულა აიღო
17-06-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N 1 საჯარო სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლე ნიკუშა ბერიშვილმა  „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე  100-დან 100 ქულა აიღო.

აღსანიშნავია, რომ მან ქართულის ოლიმპიადაზეც მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა.

ამჯერად, ნიკუშას კლასგარეშე ლიტერატურის ინტენსიური გაცნობა აქვს დაგეგმილი .

ამასთან, ნიჭიერი მოსწავლე  ძალოსნობაში აქტიურად ვარჯიშობს.  მისი მწვრთნელი  საქართველოს სამგზის ჩემპიონი და ათობით  ტურნირის გამარჯვებული თორნიკე კოკაიაა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნიკუშას ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელს, ნატო ნანავასა და ნიკუშას მშობლებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203