გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა
17-06-2019
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციცინო გობაძე პროექტ „მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც დანარჩენ 9 მასწავლებელთან ერთად სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის დროს პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია როგორც ესტონური განათლების სისტემის, მიმდინარე რეფორმებისა და ამ მიმართულებით ესტონური მოდელის, პრიორიტეტებისა და თანამედროვე მიდგომების უპირატესობების შესახებ, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ესტონეთის გამოცდილებაზე.

ვიზიტის ფარგლებში პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ესტონეთის საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებები, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მუშაობის სპეციფიკასა და ქართულ და ესტონურ სკოლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ესაუბრათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203