კურსების საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
17-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების ორგანიზებული დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203