კვირიკეთის საჯარო სკოლაში პროექტ „ლიდერების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
17-06-2019

ოზურგეთის რაიონის კვირიკეთის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის ქეთევან ნიკოლაშვილის პროექტის „ლიდერები“-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი 5 წელია წარმატებულად მიმდინარეობს და გულისხმობს სასწავლო წლის განმავლობაში, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართული მოსწავლეების გამოვლენა- დაჯილდოებას.

ამ სასწავლო წელს გამოვლინდა ორი ლიდერი კლასი: IV დაVIII კლასები.

სკოლის დირექცია ულოცავს ლიდერი კლასების მოსწავლეებს გამარჯვებას და დიდ სიხარულს და წარმატებას უსურვებს მომავალში.

წარმატებებს და წინსვლას უსურვებენ პროექტის ხელმძღვანელს - ქეთევან ნიკოლაშვილს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203