ახალდაბის საჯარო სკოლაში შოთა და ზურაბ ზოიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა
17-06-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი პროექტით დაასრულეს.

„ორი პოეტი ჩვენი სოფლის ერთი ოჯახიდან“ - ასე ერქვა დასკვნით ეტაპს, რომელიც სკოლაში განხორციელდა და პოეტების შოთა ზოიძისა და ზურაბ ზოიძის შემოქმედება სცენაზე გაცოცხლდა.

საღამოს ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე ლევან ნატარიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, სოფლის მცხოვრებნი.

პროექტის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ზოიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203