ერისიმედის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
17-06-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერისიმედის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 13 ივნისს დაწყებითი საფეხურის ოთხი წელი აღნიშნეს და დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს მარინა ცენტერაძეს, რომელმაც პირველმა ასწავლათ დედაენის საიდუმლო და გაუკვალა გზა მომავლისაკენ.

პატარებმა ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით გადაუხადეს მადლობა აღმზრდელს, რომელმაც სიყვარულით გააცილა თავისი აღზრდილები მაღალი საფეხურისაკენ.

ზეიმს ერქვა „ეს ოთხი წელი“, რომელიც ოთხმა პატარამ დაამთავრა ესენი არიან: დეკანაძე თამარი, თავართქილაძე ანა, თავართქილაძე აკაკი და  სიხარულიძე საბა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203