მუსხის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
17-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები დაემშვიდობნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები თქვეს.
ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.