ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრი ჩატარდა
17-06-2019

ხელვაჩაურის რაიონის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში 4-5-13 ივნისს ფეხბურთში სპორტული შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:

I - გუნდი - „შევარდენი“

II - გუნდი - „ქორები“

III - გუნდი -  „მერცხლები“

პირველ ეტაპზე თამაშს გამოეთიშა „შევარდენი“  და ფინალში გადავიდა ორი გუნდი „ქორები“ და „მერცხლები“.

13 ივნისს ქვემო მახოს მოედანზე ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული. გაიმარჯვა  გუნდმა „მერცხალმა“. სკოლის დირექტორმა ქიშვარდი გორგოშაძემ  მათ გარდამავალი თასი  გადასცათ.

გამარჯვებულ გუნდ  „მერცხლებს“ სკოლის კურსდამთავრებულმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბატონმა მურმან გორგოშაძემ მედლები  გადასცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203