გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა
17-06-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.

წარმოდგენილი იყო თემასთან დაკავშირებით მინიატურული სკეჩები, სახალისო ნომრები სახელწოდებით „გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები კლუბში“, „მასწავლებლები და პოლიტიკა“.

სკოლის დამთავრება მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დირექტორმა მაია გოგიბრიძემ, კლასის დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა  ფატი სიხარულიძემ, რაიონის წითელი ჯვრის თანამშრომლებმა. გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

კლასის ხელმძღვანელი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და კეთლშობილებისთვის. მისი თქმით, ქვეყანას, რომელსაც ეზრდება ასეთი მომავალი თაობა უდაოდ ექნება ღირსეული მომავალი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203