შავსაყდრისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევენები ჩატარდა
17-06-2019

თეთრიწყაროს რაიონის შავსაყდრის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.

როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენელმა განაცხადა, ხმას აძლევენ სკოლის ნათელ მომავალს.

17 ივნისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან დაიწყო და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები. პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203