აწყვიტის საჯარო სკოლაში ფრანგული ენის საღამო ჩატარდა
17-06-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში ფრანგული ენის საღამო  ჩატარდა, რომელსაც ფრანგული ენის მასწავლებელი ქეთევან თედორაძე უძღვებოდა.

ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს VI-XI კლასის მოსწავლეებმა, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ინკლუზიური სწავლებიის მოსწავლეები.

მათ ფრანგულ ენაზე შეასრულეს სიმღერები, პატარა პიესები, ფრანგი პოეტის ლექსები, როგორც ფრანგულ ენაზე, ასევე ქართულ ენაზე ნათარგმნი.

უფროსი კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს ფრანგული კულინარია, რომლის დეგუსტაციაც მოხდა გურმანი მასწავლებლების მიერ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ფრანგული ენის მასწავლებელს ქეთევან თედორაძეს აღნიშნული ღონისძიებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203