ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-06-2019

თერჯოლის რაიონის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეორე კორპუსში საინტერესო პროექტი განხორციელდა სახელწოდებით ,,მშობლიური სკოლა".

მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს სკოლის ყოფილი მოსწავლეები მე-9 კლასელები ანი გოგბერაშვილი და თეკლა ჯანაშია ეწვივენ.

მათ მხატვრული ტექსტი წაუკითხეს პატარებს, დაახატინეს შთაბეჭდილებები, ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. პედაგოგებთან ლამზირა მემანიშვილსა და ზანი საპანაძესთან ერთად შეაჯამეს 2018-2019 სასწავლო წელი. მომავალში კვლავ აქტიური თანამშრომლობის სურვილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203