ორღულის საჯარო სკოლაში ინკლუზიურ განათლებას სათანადო ყურადღება ექცევა
17-06-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლაში ინკლუზიურ განათლებას სათანადო ყურადღება ექცევა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის სპეციალური პედაგოგი მაია დეკანოიძე მრავალფეროვანი მეთოდებითა და დიდი შრომით ყოველდღიურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს.

„როგორც მოგეხსენებათ, ინკლუზიური განათლება მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, ამიტომ ჩვენს სკოლაშიც მას სათანადო ყურადღება ექცევა. სკოლას ჰყავს სპეციალური პედაგოგი, ქალბატონი მაია დეკანოიძე, რომელიც მრავალფეროვანი მეთოდებითა და დიდი შრომით ყოველდღიურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს.  ქალბატონი მაია გამოირჩევა შრომისმოყვარეობითა და მონდომებით, რაც მის შედეგებზეც მკაფიოდაა ასახული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203