ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ქველაძე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ტრენინგ-პროგრამას გაივლის
17-06-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ქველაძე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ტრენინგ-პროგრამას გაივლის.

22-30 ივნისს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი უმასპინძლებს „საზაფხულო სკოლას“, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მართველობის სფეროს.

„საზაფხულო სკოლის“ მონაწილეები გამოვლინდნენ მათემატიკის ტურნირით, რომლის მეშვეობითაც შედგა რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩა ათ-ათი მოსწავლე ( 7 მოსწავლე კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო 3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან) მე-9; მე-10; მე-11 კლასებიდან, რომლებიც გაივლიან 5-დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დაგეგმილ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ქველაძე.

13 ივნისს გამოქვეყნდა რეიტინგული სია, სადაც სკოლის აღსაზრდელმა წარმატებით დაიკავა მეხუთე ადგილი.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203