თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ღონისძიება - „დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“ წარუდგინეს
14-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის N124 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულება და აზრი რამოდენიმე კლასის მოსწავლეებმა გაუზიარეს. 

„მოგზაურობა დავიწყეთ 6 კლასიდან. მათ წარმოგვიდგინეს ღონისძიება თემაზე - 1989 წლის 9 აპრილი - „დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას მარინე ხოხონიშვილი ხელმძღვანელობდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203