საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლაში დაფუძნებულია „თოჯინებისა და მუყაოს თეატრი“, რათა მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ტექსტი უფრო საინტერესო გახდეს და კითხვა შეიყვარონ.დაწყებით საფეხურზე „თოჯინების თეატრს“ ხელმძღვანელობს მასწავლებელი მაკა მწყერაშვილი, „მუყაოს თეატრს“ კი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია დარბაიძე.
„ლიტერატურული ტექსტი, რომ საინტერესო გავხადოთ და ასევე, მოსწვლეებს შევაყვაროთ კითხვა, სკოლაში დამკვიდრებულია თოჯინებისა (დაწყებით საფეხურზე თეატრს ხელმძღვანელობს მასწავლებელი მაკა მწყერაშვილი) და მუყაოს თეატრი მე–7 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ია დარბაიძის მიერ“,-ნათქვამია ორღულის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო ვიდეოს ლინკი „მუყაოს თეატრის“ მიერ დადგმული ინსცენირება - „ჩიტების გამომზამთრებელი“ფოტო - „თოჯინების თეატრი“
