საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლაში პროექტის - „უთხარი არა სიძულვილს“ უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შეხვედრა ფსიქოლოგთან.
ამიტომ Vა კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ფსიქოლოგ მარი ყორღანაშვილს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მან აუხსნა ბავშვებს ემპათიის მნიშვნელობა და დაანახა გზა, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. ეს უკანასკნელი კი ხელს შეუწყობს მეგობრებთან და თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას.
იხილეთ ფოტოები