პედაგოგებისთვის შეთავაზებულ ჯილდოში შედის თუ არა დამრიგებლებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება?! - განათლების სამინისტროს პასუხი
15-06-2019

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის შეთავაზებული ჯილდო, რომელიც 2 წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას გულისხმობს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პედაგოგებს ერთი თვის წინ შესთავაზა.

აღნიშნული შეთავაზების შემდგომ ათასობით მასწავლებელმა გამოთქვა პროფესიიდან გასვლის და ჯილდოს მიღების სურვილი. იმის გათვალისწინებით, რომ პედაგოგების ნაწილი ამავდროულად დამრიგებლებიც არიან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათთვის შეთავაზებულ ჯილდოს თანხაში არ შედიოდა დამრიგებლის ხელფასი.

აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაამოწმა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც ჯილდოს აღების სურვილი გამოთქვეს, თანხა გამოუანგარიშდებათ სრულად იმ ანაზღაურების გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი იღებენ, მათ შორის შედის დამრიგებლობისთვის გათვალისწინებული თანხაც.

ასევე იხილეთ: როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები

როგორ უნდა გამოითვალონ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა ფულადი ჯილდოს ოდენობა?

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება 

საპენსიო ასაკის პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ფულად ჯილდოს მხოლოდ 2019 წელს შესთავაზებენ - ირინა აბულაძე

შეძლებენ თუ არა ფულადი ჯილდოს აღების შემდეგ საპენსიო ასაკის მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203