
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეები სწავლობენ.
ამჯერად გაგაცნობთ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთ ნიჭიერ მოსწავლეს, მეორე კლასელ ბარბარე ბეჭვაიას.
„ბარბარე კარგად სწავლობს და ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურას. მან ბოლო დროს ათი მოთხრობა, იგავ-არაკი და ნარკვევი წაიკითხა, რომლებიც სკოლის დირექტორს მოუყვა.
ბარბარე გააზრებულად და დინჯად ყვება ტექსტს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი მოთხრობა ეხებოდა მეგობრობას. დირექტორის კითხვაზე, თუ რა ნიშნით უნდა შევარჩიოთ ადამიანი სამეგობროდ, ბარბარემ ლაკონურად და გონივრულად უპასუხა - მეგობრად კეთილი ადამიანები უნდა შევარჩიოთ.
ბარბარემ, მისმა მშობელმა და დირექტორმა ერთად დაგეგმეს, რომ ზაფხულში ბარბარემ ოცდაათზე მეტი კლასგარეშე ნაწარმოები წაიკითხოს“,-ნათქვამია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები