ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს ერთი დღით ადგილს უთმობს
14-06-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ყოველ ოთხშაბათს მოსწავლეებს ერთი დღით ადგილს უთმობს.
ამჯერად პედაგოგის როლი ანანო „მასწავლებელმა“ მოირგო.
„გალაკტიონის დღე გვაქვს. „ცელი კივის“-ო,პოეზიის მეფემ... ეს პატარა ლექსი დღეს ანანო „მასწავლებელმა“ ახსნა. გალაკტიონიც გაგვაცნო. ბავშვებს ლექსი წინასწარ უსწავლიათ... ახალგამომცხვარმა „მასწავლებელმა“ კლასს საკლასო სამუშაოც დაურიგა, მოსწავლეებს წიგნში მოცემული კითხვებისთვის პასუხი უნდა გაეცათ... ახლა ამ დავალებას წერენ... მე ვაკვირდები თითოეულ აქტივობას და ვხვდები, ანანო მასწავლებლად დაბადებულა... ვიდრე ამას ვწერ, ანანომ ბავშვებს „ქარი ქრის“ წაუკითხა... ალიტერაციაც ჩააწერინა... “, - ნათქვამია პედაგოგის მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს