ქვაყუდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
14-06-2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქვაყუდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძება ჩატარდა და მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203