დერცელის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
14-06-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

შეჯიბრი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დაბრკოლებებით და  ჩართული იყო ყველა ასაკის მოსწავლე. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ აქტივობებში, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

თამაშში მონაწილეობდა ორი გუნდი - „მებრძოლები“ და „დაუმარცხებლები“.

სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ობიექტურად დათვალა ქულები და გამოავლინა გამარჯვებული გუნდი.

აქტივობის ორგანიზატორი იყო სპორტის პედაგოგი ასლან მიქელაძე. სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მსგავსი შეჯიბრი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203