ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
14-06-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მესტიის N1 საჯარო სკოლაში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მესტიის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული პროექტისადმი - „ჩვენი ენა ქართული“მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ხაიშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, მიწვეული მუსიკის მასწავლებლის თამარ დეკანოსიძის ხელმძღვანელობით, წარდგნენ და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებსა და მასწავლებელს წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს