
დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის ქეთევან ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით, ქიმიაში პრეზენტაცია - „დიმიტრი მენდელეევი და პერიოდულობის სისტემა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ანი ლუხუტაშვილმა (X კლასი) და მანგია ჭინჭარაულმა (VIII კლასი) Power Point-ის პროგრამით ტექსტური მასალა დაამუშავეს და პრეზენტაცია მოამზადეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ბავშვებმა პედაგოგთან ერთად ჩაატარეს ცდა „ფარაონის გველები“, რომელშიც გამოიყენეს მათთვის კარგად ნაცნობი ნაერთები NaHCO3 – საკვები სოდა, C12H22O11 - შაქარი, ქვიშა და აცეტონი. ექსპერიმენტი წარმატებით ჩატარდა.
ღონისძიებას შატილის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები