ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაზე II ხარისხის დიპლომი დაიმსახურეს
14-06-2019
თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ჩხაიძემ და ცისია სარიშვილმა დასკვნით ტურზე ფოლკლორის სექციაზე საინტერესო თემა - „ჯაფარიკა“ წარადგინეს. თემის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნაშრომში მოსწავლეებმა ძველი გურული მივიწყებული თამაში- „ჯაფარიკა“ გააცოცხლეს, წარმოაჩინეს ამ თამაშთან დაკავშირებული ფოლკლორული მასალები და რიტუალები.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე II ხარისხის დიპლომი დაიმსახურეს.