რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პროექტი - „ერთად სამშობლოსათვის“ განახორციელეს
14-06-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N2 საჯარო სკოლის მე-4  და მე-6 კლასის ხელმძღვანელებმა ლია კაკაშვილმა,  მერი გასიევამ და კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ერთად სამშობლოსათვის“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტ განხორციელდა იმისათვის რომ მოსწავლეებმა ისწავლონ თანაგრძნობა სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ადამიანების  მიმართ; პატივი სცენ  მათ შეხედულებებს, ინტერესებს, სურვილებს და ოცნებებს; ჩამოუყალიბდეთ სწორი  და  მართებული  დამოკიდებულება.

პროექტის ფარგლებში  ხელმძღვანელები, დირექტორი მარიკა ღვინიაშვილი, მოსწავლეები და მათი მშობლები ესტუმრნენ ქარელში არსებულ „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ და იქ მყოფ აღსაზრდელებს  ჩაუტარეს ღონისძიება.

პროექტის იდეამ და დაგეგმილმა აქტივობებმა უდიდესი სიხარული მოუტანა მათ. დაგეგმილ  ღონისძიებაში  ცენტრის აღსაზრდელებიც ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203