თბილისის N108 საჯარო სკოლაში პროექტის - „იგავ-არაკები“ შეჯამება გაიმართა
14-06-2019
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის პროექტის - „იგავ-არაკები“ შეჯამება გაიმართა. 

ღონისძიებას პედაგოგი ლელა მირზაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სცენაზე წარმოადგინეს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ მიხედვით უფლისწულის აღზრდის მისეული ვერსიები და იგავ-არაკები გაითამაშეს.

„ეს იყო ერთგვარი დამშვიდობება სწავლის პირველ ეტაპთან. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს, გვჯერა საგზლად გატანებული სულხან-საბას შეგონება და დარიგება მუდამ ემახსოვრებათ მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203