აწყურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
14-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, ცისანა გელაძეს დაემშვიდობნენ.
აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ მიულოცა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპის დასრულება და უამრავ წარმატებები უსურვა მათ.
ასევე დიდი მადლობა გადაუხადეს ცისანა მასწავლებელს იმ დიდი ამაგისთვის, რაც მიუძღვის ამ კლასისა და სკოლის წინაშე.
„ულამაზესები, თბილები და ხალასები მაყურებლებს უზიარებდნენ ემოციებს, ყვებოდნენ განვლილი ოთხი წლის ამბავს და ავსებდნენ სიყვარულითა და ხალისით“,-ნათქვამია აწყურის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს