ყაზბეგის რაიონის სნოს სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა.
ანბანის გაცილებაში, პირველკლასელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა მოსწავლემ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც დაწყებით კლასებში ასწავლიდა სანათა ვარძუკაშვილი.
ბავშვებმა წარმოადგინეს მხიარული სკეჩები, ლექსები თითოეულ ასოზე, სიმღერები და დააგვირგვინეს ცეკვით.
26 მაისის ღონისძიება მოამზადა მუსიკის მასწავლებელმა ლელა გრიგოლაძემ.
ასევე ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა მერვე კლასის მოსწავლე ივა ფირანიშვილმა.