მოხისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩატარდა
14-06-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის საჯარო სკოლაში პედაგოგების მაია გოჩიაშვილისა და მაია ბახუაშვილის ორგანიზებით, სკოლის დირექციის მხარდაჭერითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის  დახმარებით, პირველად ჩატარდა ინტელექტუალური  ჩემპიონატი  „ტვინების ბრძოლა“.

ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა - III-IV-V;  V-VI -VIII და IX- X კლასების მოსწავლეებს შორის.

საუკეთესო შედეგი აჩვენა  VIII კლასის გუნდმა „ფანტასტიური ხუთეული“ და მისმა კაპიტანმა უჩა სტეფნაძემ.

ჩემპიონატმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც გამოთქვეს სურვილი, ასეთი სახის თამაშები ტრადიციად აქციონ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203