კნოლევის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
14-06-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლაში სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე მომდინარეობს. წელს საბაზო საფეხური ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა. 

მოსწავლეები სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ. მასწავლებლებმა მათ საბაზო საფეხურის დამთავრება მიულოცეს. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები. ღონისძიების ბოლოს კი საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203