ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა გაცილების ღონისძიება - „გზა დაგვილოცეთ“ გაიმართა
14-06-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა გაცილების ღონისძიება - „გზა დაგვილოცეთ“ გაიმართა.
ღონისძიება ესწრებოდნენ რაიონის რესურსცენტრის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის წარმომადგენლები, მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რომლის ლოცვა კურთხევით მოხდა კურსდამთავრებულთა გზის დალოცვა ცხოვრების ახალ საფეხურებზე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
„გაიმართა ცეკვა, სიმღერა, მხიარული ნომრები, წარსულის გახსენება, კურიოზები. წაიკითხეს ლექსები და სევდანარევი მხიარულებით დატოვეს მშობლიური სკოლა. მოწვეული იყო მათი პირველი მასწავლებელი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მათ აღზრდაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს