მაღაროსკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საესტრადო სიმღერის ფესტივალში წარმატება მოიპოვეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის, მაღაროსკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა საესტრადო სიმღერის ფესტივალში ,,ვიოლინოს გასაღები“ მონაწილეობდნენ.
თამარ წოწკოლაურმა გრანპრი მოიპოვა და აიღო დიპლომი ნომინაციაში - „მაყურებლის სიმპათია“. მარიამ და სოფია ბეყოშვილები კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
პედაგოგი კობა გვრიტიშვილი კი დაჯილდოვდა ნომინაციაში - „ვოკალის პედაგოგი“.
სკოლა მოსწავლეებს და პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები