ბულაჩაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სპორტულ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
14-06-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ბულაჩაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების I-VI მოსწავლეები და მასწავლებლები სპორტულ-გასართობ შეჯიბრში - „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.