ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლის ლატავრა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „კიდევაც დაიზრდებიან!“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“. პირველი კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ანბანის გაცილება.
სცენის დეკორაციის მოწყობა უზრუნველყო ირინა სამხარაძემ. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ლატავრა მჭედლიძემ გააკეთა „დედა ენის“ წიგნი, რომელიც განთავსებული იყო სცენაზე.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და მცირე თეატრალური წარმოდგენებით.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სოფელ ნიგოზეთის თემის საკრებულოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ღონისძიება შეაფასა როგორც მაღალ დონეზე ჩატარებული და მასწავლებელს და მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
ამავე სკოლის მასწავლებელმა ციალა ლაბაძემ აღნიშნა, რომ ასეთი წარმატებული ღონისძიებების ხშირად ჩატარება მნიშვნელოვანია სკოლისთვის და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
იხილეთ ფოტოები