აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კოლხური ბზის მოვლა-პატრონობის წესებს გაეცნენ
14-06-2019

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  13 ივნისს ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეები ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“  მოწვევით კრწანისის რაიონში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის ტერიტორიას სტუმრობდნენ.

ბავშვები ადგილზე გაეცნენ კოლხური ბზის მოვლა-პატრონობისა და ბზის მავნებლებთან ბრძოლის წესებს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბზის დაკალმებისა და დარგვის პროცესში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203