კურსების საჯარო სკოლის გუნდმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ტყიბულის სასკოლო ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა
14-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლის გუნდმა „გრინჩი“ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ტყიბულის სასკოლო ჩემპიონატში III  ადგილი მოიპოვა. 

ასევე საბა და თაია ჭეიშვილებმა ნომინაციებში - „ჟიურის სიმპატია“ და ,,საუკეთესო მსკ-ლი გოგონა“ გაიმარჯვეს. 

სკოლა გუნდსა და მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდს - ,,გრინჩი“ მსკ-ის ტყიბულის სასკოლო ჩემპიონატში III ადგილის მოპოვებას. აქვე ვულოცავთ საბა და თაია ჭეიშვილებს ნომინაციებში - „ჟიურის სიმპატია“ და „საუკეთესო მსკ-ლი გოგონა“ გამარჯვებას!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203