ვარდისუბნის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ზეიმი ემოციებით დასრულდა
14-06-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის IV კლასის გამოსაშვები ზეიმი: ,,სამშობლო საქართველოა, ჩვენი მზე ამომავალი“ დიდი ემოციებით დასრულდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ტირილი და სიცილი ბავშვების და მასწავლებლებისა.

„არ ვიცი როდის ვიგრძნობ შვებას, როდის დამავიწყდება ეს გულისტკივილი. ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და მიმძიმს თქვენთან განშორება,  ოთხი წელი.... ნაყოფიერი შრომა.... მოგონებები..... საყვარელი და შრომისმოყვარე მშობლები, რომელნიც აქტიურად იყვნენ  ჩართულნი ღონისძიების მსვლელობაში. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვიყავით ერთ მუშტად შეკრული. ჩვენი დევიზი იყო: ,,ყოველდღიური - განვითარება“ , რამაც დიდი შედეგი გამოიღო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ბავშვებისთვის, ვინც მოგვეფერა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ: მამუკა ჩინჩალაძეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით სიურპრიზი მოუწყო ბავშვებს.

ვარსკვლავი გაუხსნა და დიდი ოვაციებით და შეძახილებით: ,,ვაშა ჩვენ ოთხი კლასი დავამთავრეთ“, ,,ჩვენ უკვე მეხუთე კლასელები ვართ“ ისმოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიყვარხართ..... მიყვარხართ..... მიყვარხართ....“ - აცხადებს კლასის დამრიგებელი მაია ზურაბაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203