მოძვის საჯარო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა
14-06-2019

ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოძვის საჯარო სკოლაში  IX კლასის „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს: გოგი ნოზაძეს; გოგა ნოზაძეს; დარეჯან ნოზაძეს; მარიამ ნოზაძეს სკოლის დამთავრებას და წარმატებებს უსურვებს საშუალო საფეხურზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203