სავანეს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მსოფლიო ქვეყნების დღე“ გაიმართა
14-06-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის სავანეს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მსოფლიო ქვეყნების დღე“ გაიმართა. ღონისძიებაში V-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ცეკვა, სიმღერა და შესაბამისი ქვეყანის ნაციონალურ კერძი.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება არამარტო სანახაობრივად ლამაზი, შემეცნებითადაც მრავალფეროვანი იყო.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და გამარჯვებული კლასები კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203