ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ხალხური შემოქმედების წრის შემაჯამებელი ღონისძიება - „ამოჭიკჭიკდი ფანდურო“ ჩატარდა
14-06-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში, ხალხური შემოქმედების წრემ - „სიმები“ დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება - „ამოჭიკჭიკდი ფანდურო“ ჩაატარა.
წრის ხელმძღვანელი ქეთევან პავლიაშვილია.
წრის წევრებმა ღონისძიებაზე ფანდურის თანხლებით სიმღერები და მელოდიები შეასრულეს.