ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის, ქეთევან ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა და მასში VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ნიჭიერმა ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას თარიღთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს, როგორც წყაროების სახით, ასევე ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით.
მათ სრულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, მხატვრული და მუსიკალური შესაძლებლობები და გამოსვლით აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები